უკრაინული მედია - რუსების მიერ დნიპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

რუსების მიერ დნიპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

დაშავებულთაგან 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე, ღამით რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა 666 დრონი და რაკეტა გაუშვეს, მათგან 610 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ