Reuters - დონალდ ტრამპი კატარის ამირას ესაუბრა

დონალდ ტრამპი კატარის ამირას ესაუბრა, - ინფორმაციას Reuters-ი კატარის ამირას ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა.

„მხარეებმა რეგიონში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი განმტკიცებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი განიხილეს“, - ნათქვამია კატარის ამირას ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაკისტანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით კატარი პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ