ნიკა გვარამია - ის, რომ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში წავიდა ანაკლიის პორტის საკითხის გადასაწყვეტად, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ღია და მკაფიო უარი მიიღეს „ქოცებისგან” ლოგისტიკურ და გეოსტრატეგიულ თანამშრომლობაზე

ის, რომ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში წავიდა ანაკლიის პორტის საკითხის გადასაწყვეტად, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ღია და მკაფიო უარი მიიღეს „ქოცებისგან” ლოგისტიკურ და გეოსტრატეგიულ თანამშრომლობაზე,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, ამერიკისთვის ნათქვამი უარი, არის საქართველოს კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის ნათქვამი უარი.

„ქართული ოცნების” პასუხი, როგორც ჭეშმარიტად რუსული რეჟიმისგან, მოსალოდნელი იყო, არის „არა" და ეს პასუხი არის უარი საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას, დემოკრატიას. ეს არის უარი საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ნათელ მომავალს.

თუ რამის დაშვება არ შეიძლება, არ შეიძლება ჩინელების ხელით, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის მიერ საქართველოს მომავლის მიტაცების დაშვება. არავითარ შემთხვევაში! თან იმ პირობებს თუ გადავხედავთ, რასაც ჩინური მტაცებლური სახელმწიფო კომპანია მოითხოვს - თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ქართული სახელმწიფოს 51%-იანი წილის გამოსყიდვა ჩინური მხარის მოთხოვნისთანავე - მივხვდებით, რომ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა გვარამიამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ