ირაკლი ჭეიშვილი - „ოპოზიციური ალიანსი“ შენარჩუნდება თუ არა, შედეგი იქნება ერთი, ვფიქრობ, ისინი არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან, შესაბამისად, ჩვენც, მათ 2028 წლის არჩევნებში დავეხმარებით დაშლაში

„ოპოზიციური ალიანსი“ შენარჩუნდება თუ არა, შედეგი იქნება ერთი, ვფიქრობ ისინი არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. შესაბამისად, ჩვენც, მათ 2028 წლის არჩევნებში დავეხმარებით დაშლაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკაში იქნება, ოპოზიციის ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს.

„ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იქნება ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციაში, ვფიქრობ, მათი ერთობა დიდხანს ვერ გასტანს. ზუსტად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრობლემა არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ, მთელი ჩვენი ქვეყნის და ერის. ყველას კარგად გვახსოვს 9 წლის განმავლობაში რა დღეში ამყოფებდნენ ქართველ ხალხს, ქვეყანას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე დიდი აქტორი და პრობლემა ზოგადად არა ოპოზიციის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ