ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა გაბალაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მე მახსოვს 2023 წლის იანვარში კიევში ჩემი ვიზიტი. მაშინ თქვენთან (ვოლოდიმირ ზელენსკი) მოსაზრებების გაცვლამ და ჩვენ შორის შემდგომმა კონტაქტებმა უკრაინა-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანა. ჩვენს თანამშრომლობას ძალიან ძლიერი პოლიტიკური საფუძველი აქვს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის ცნობით, ზელენსკისთან შეხვედრაზე სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრაინაში და აქ ერთობლივი წარმოებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ასევე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მხარეებმა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა