Sky News - აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტისას პაკისტანელ ოფიციალურ პირებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის მოთხოვნების სია გადასცა

აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტისას პაკისტანელ ოფიციალურ პირებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის მოთხოვნების სია გადასცა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანში შუამავლებს თეირანის მოთხოვნები წარუდგინა, ასე აშშ-ის მოთხოვნებთან დაკავშირებით ირანის ეჭვები გააცნო.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში მოლაპარაკებები პაკისტანელ კოლეგასთან, იშაქ დარისთან და პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან გამართა.

ამასთან, ირანული მხარის ცნობით, შაბათ-კვირას ისლამაბადში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს პაკისტანში გაემგზავრებიან.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ