დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა

ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამერიკულ დელეგაციას არ უღირს პაკისტანში 18-საათიანი ფრენა მაშინ, როდესაც აშშ-ს ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელებს აშშ-სთვის დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

“ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ ვუთხარი, ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ და მე ვუთხარი: “არა, 18-საათიან ფრენას არ აპირებთ იქ ჩასასვლელად.” ყველა კარტი გვაქვს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ, მაგრამ 18 საათი არ იფრენთ იმისთვის, რომ ისხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ,” - განაცხადა ტრამპმა.

არსებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უკვე დატოვა პაკისტანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ