დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა სადილზე მომხდარ ინციდენტზე - ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ ფიქრობს, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე მომხდარი ინციდენტი ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა დასძინა, რომ თეირანის მიმართ მისმა ქმედებებმა, შესაძლოა, ის სამიზნედ აქცია.

„როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, სამიზნე ხდები. მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ვფიქრობ, ბევრად ნაკლებად ვიქნებოდი სამიზნე, მაგრამ ეს ჩემთვის პატივია“, - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ტრამპის მტკიცებით, მომხდარი მას ირანის წინააღმდეგ ომის მოგებაში ხელს არ შეუშლის.

„ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„ის აიყვანეს. ის ავადმყოფია. ძალიან ავადმყოფი ადამიანია. ღონისძიებას გადავავადებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი დააწესოს. არ ვაპირებთ რაღაცების გაუქმებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე