ვაშინგტონში, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილზე სროლაში ეჭვმიტანილს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ვაშინგტონში „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს სროლაში ეჭვმიტანილს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვაშინგტონში, შაბათს საღამოს, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ თომას ალენს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ფედერალური მუხლით წაუყენეს.

ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

„მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ჯ. ტრამპის მკვლელობა სცადა“, - განაცხადა პროკურორმა ჯოსელინ ბალანტინმა პროცესზე.

ასევე, კოულ თომას ალენს კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დანაშაულის ჩადენის დროს და დანაშაულის ჩადენის განზრახვით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა