თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, თბილისის ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს.

ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან.

როგორც ცნობილია, დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება.

„პირველი ნაწილი გაიხსნება კავკასია, რაც კავკასიის ექსპოზიციას მოიცავს. მომავალ წელს ვგეგმავთ დაემატოს აფრიკა. ეტაპობრივად გაიხსნება ვოლიერები და დაემატება სხვადასხვა სახეობის ცხოველი. რაც შეეხება ჟირაფების ჩამოყვანას, ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. ჯერ უნდა დავასრულოთ ვოლიერების მოწყობა და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ, ვეცდებით მალე მოვიძიოთ ეს სახეობა“, - აღნიშნავს გურიელიძე.

რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი