ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა - აუცილებელია ენერგიის დაგროვების შესაძლებლობების განვითარება

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადია, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ ენერგეტიკის დირექტორმა კეიჯუ მიცუჰაშიმ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი აღნიშნავს, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის გარდა, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გადამცემი და ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური შეიქმნება. 2025 წლის აპრილში ADB-მა პროექტისთვის 104 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი დაამტკიცა.

„სხვადასხვა ტიპის ენერგიის ინტეგრირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ძლიერი და მდგრადი „მწვანე“ ენერგოსისტემა. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზე ან ერთ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება. რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელია ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება. ამისთვის ერთ-ერთი გზა სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება და სხვადასხვა რეგიონიდან ელექტროენერგიის მიღებაა.

გარდა ამისა, ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია დაკავშირებადობის უზრუნველყოფა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს გადამცემი სისტემა, მაგრამ საკითხი არ ეხება მხოლოდ იმას, რომ არსებობდეს საკმარისი სიმძლავრე ენერგიის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად - აუცილებელია ენერგიის დაგროვების შესაძლებლობების განვითარება. ეს საშუალებას იძლევა, რომ განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაცია და ენერგოსისტემაში სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - განაცხადა კეიჯუ მიცუჰაშიმ ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე.

„აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიურ შეხვედრებს 3-6 მაისს უზბეკეთი, სამარყანდი მასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი