ლაშა ბერიძე - ჩემი არჩევანი სტრატეგიული შენობის დაკავება რომ ყოფილიყო, მომღერალთან ერთად ამას არ დავაორგანიზებდი

ჩემი არჩევანი სტრატეგიული შენობის დაკავება რომ ყოფილიყო, მომღერალთან ერთად ამას არ დავაორგანიზებდი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი პროცესი არა მათი [ბრალდებულების], „არამედ ამ ქვეყნის სასამართლოა“.

„კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. საქმე იმაშია თუ რა არის წარმოდგენილი ჩემს წინააღმდეგ, რომ თითქოს მე ვარ ორგანიზატორი და არის ფოტო, სადაც ტრიბუნაზე ვდგავარ. არცერთი მოწმე და შესწავლილი მასალა არ მიუთითებს ძალადობის ორგანიზებაზე.

ამ პროცესის მთავარი არსი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პროტესტის გამოხატვა მოუნდება, დაშინდეს. ეს დაშინებას ემსახურება.

225-ე მუხლი არაბუნებრივად არის შემოტანილი და მოსახლეობის დაშინებას ემსახურება, რომ პროტესტის მუხტი ჩაქრეს.

ეს პოლიტიკურადაც მცდარია, რადგან თუ ადამიანს პროტესტის განწყობა აქვს და აქციაზე მივა, ის იფიქრებს, რომ მშვიდობიან აქციაზე ყოფნისთვის შესაძლოა დააკავონ და შემდეგ უკვე "შეიარაღებული" მივა აქციაზე, იარაღს არ ვგულისხმობ, რომ თუ დაიჭერენ იმაზე გაასამართლონ, რაც ჩაიდინა.

ჩემი არჩევანი, სტრატეგიული შენობის დაკავება რომ ყოფილიყო, მომღერალთან ერთად ამას არ დავაორგანიზებდი. როცა ვუყურებ ქვეყანაში, სადაც 350 ათასი ადამიანი მშიერია და იმასაც ჰპარავენ, მეშინია, რომ ვინმემ ამ ხალხს არ უთხრას, რომ ციხეში საკვები გამოასწორეს და ამ ხალხმა დანაშაული არ ჩაიდინონ.

მე წერილის მიღება აკრძალული მაქვს, მაგრამ ერთი შემოვიდა და ხელის მოწერის ადგილას „რიგითი აკაცუკი“ ეწერა, ამიხსნეს თუ „აკაცუკები“ ვინ და რა არიან, რომ ყველა სახის ბოროტებას ებრძვიან და მეც ერთი რიგითი „აკაცუკი“ ვარ.

დღეს არ არის ჩვენი სასამართლო, არამედ ამ ქვეყნის სასამართლოა. გამოჩნდება რამდენად დაშინდება მოსახლეობა და რამდენად მიიყვანს ბრძოლას მშვიდობიან გამარჯვებამდე. ასეთი გადაწყვეტილება შეიცავს რისკებს, რომ შესაძლოა შემდეგ პროტესტი მშვიდობიანი აღარ იყოს“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!