მეუფე იობი ზეწოლასა და ჩარევასთან დაკავშირებულ კითხვაზე - სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს, შიდა დაპირისპირება არაა, ერთსულოვნებაა - გაფართოებულ კრება დახურული იქნება

[ზეწოლა და ჩარევა] ჯერ არ იგრძნობა. თქვენ ვერ ხედავთ? სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს [ზეწოლას და ჩარევას], მეტი არაფერი. შიდა დაპირისპირება არაა, ერთსულოვნებაა, ძალიან კარგი მდგომარეობაა , - ასე პასუხობს მროველ ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობ აქიაშვილი ზეწოლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რას გულისხმობდა ზეწოლაში და აქვს თუ არა ადგილი ჩარევებს.

მისივე თქმით, გაფართოებულ კრება, რომელიც 11 მაისს არის ჩანიშნული, დახურული იქნება.

„მოლოდინებს ვერ გეტყვით, რა მოლოდინები იქნება. მშვიდ ვითარებაში ჩატარდა დღეს კრება. გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ტელევიზიები არ იქნება, დახურული იქნება“,- აღნიშნავს მეუფე იობი.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი