შალვა კერესელიძე - მოვედით, რომ პატივი მოვაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს, აქედან კი ევროპის დღის ღონისძიებაზე მივდივართ - ოპოზიცია აქ არ მოდის,  „ქართული ოცნება” - იქ, ჩვენ კი არცერთის შეხედულების მიხედვით არ ვმოქმედებთ

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. როგორც ამავე პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 81 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. მოვედით, რომ პატივი მოვაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს. აქედან კი ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მივდივართ.

„ქართული ოცნება" იქ არ მიდის და მონაწილეობას არ იღებს, ოპოზიცია კი აქ არ მოდიან. ჩვენ არც ერთის და არც მეორე ძალის შეხედულებების შესაბამისად არ ვმოქმედებთ. ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, აქ სადაო არაფერია",- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას