თენგიზ შარმანაშვილი - აქ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, მედიასაშუალებისთვის ეთქვათ, 1 წელი არ დამენახოთო - ასეთი წარმოუდგენელი სტანდარტი თუ ევროპაში იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ამასაც მოვესწარით

საბჭოთა კავშირში „პროკლამაციებს“ აქვეყნებდნენ და აქამდე უნდათ რომ მივიდნენ?! - ჩვენს დემოკრატიული პრინციპებიდან უკუსვლაზე კი არ იფიქრონ, თვითონ რომ დაამყარეს წარმოუდგენელი რეჟიმი ევროპის მასშტაბით, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველანაირი ღირებულებიდან უკუსვლაა.

„არ მეგონა, ასეთ რამეს თუ მოვესწრებოდი. რეგულაციები ყველა პარლამენტში მუშაობს. აქაც ყოფილა სანქციები, მაგრამ აქ შეიძლება კონკრეტულ ჟურნალისტზე იყოს, მაგრამ არა მთლიანად მედიასაშუალებაზე. აქ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, მედიასაშუალებისთვის ეთქვათ, ერთი წელი არ დამენახოთო. ასეთი წარმოუდგენელი სტანდარტი თუ ევროპაში იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ამასაც მოვესწარით. ეს არის ყველანაირი ღირებულებიდან პირდაპირ უკუსვლა. თუ კონკრეტულ ჟურნალისტებზე რამე ბრალეულობაზე ფიქრობენ, მათთვის მიეცათ გაფრთხილება, შემდეგში სანქცია, მაგრამ მთლიანად მედიას აუკრძალო შესვლა არ ვიცი, რასთან შევადარო. ჩვენს დემოკრატიული პრინციპებიდან უკუსვლაზე კი არ იფიქრონ, თვითონ რომ დაამყარეს წარმოუდგენელი რეჟიმი თავის ქვეყნებში, ევროპის მასშტაბით, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი.

ამით უნდათ ერთი რამის თქმა - „თუ შენ რაიმე საწინააღმდეგოს ლაპარაკობ, რომელიც ჩვენი დღის წესრიგის თანმხვედრი არ არის, არ მოგცემთ თავისუფლად შენი აზრების გავრცელების საშუალებას“. ძალიან მარტივი ფორმულაა. ეს მე საბჭოთა კავშირში ნანახი მაქვს პირადად, ვიხსენებდით კიდეც, ხელნაწერებსაც კი ავრცელებდნენ, პროკლამაციებს. აქამდე უნდათ მივიდნენ?! არ ვიცი, სადამდე მიდიან“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, „ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის მსგავსად მოქმედებს?“ შარმანაშვილი პასუხობს, რომ „ოდნავ უკეთესად“.

„საბჭოთა კავშირში ეგრევე დააპატიმრებდნენ და ციხეში გააქანებდნენ და ამათ ერთი წლით აუკრძალეს. ძალიან კარგი შეღავათია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „იმედის“ განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. ტელეკომპანიის ცნობით, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს