„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ, უსინათლო პირებისთვის სასამართლო ფორმები ადაპტირდება

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 9 წლიანი ბრძოლის შემდეგ, უსინათლო პირებისთვის სასამართლო ფორმები ადაპტირდება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სერვისების ფორმალური არსებობა საკმარისი არ არის, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათ დამოუკიდებლად გამოყენებას ვერ მოახერხებენ.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე საქართველოში, რომელმაც პირდაპირ დააყენა საკითხი, ნიშნავს თუ არა მართლმსაჯულებაზე ფორმალური წვდომა რეალურ მისაწვდომობას?

2017 წლიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს უსინათლო პირების, ესმა გუმბერიძის და მარიამ მიქიაშვილის ინტერესებს. იმ დროისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სარჩელისა და შესაგებელის ელექტრონული ფორმები უსინათლო პირებისთვის სპეციალური წამკითხველი პროგრამით მიუწვდომელი იყო. მოსარჩელეები ითხოვდნენ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სასამართლო ფორმების უსინათლო პირებისთვის ადაპტირებას, და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

არსებული ფორმები უსინათლო პირებს ართმევდა სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის შესაძლებლობას და არღვევდა თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მართლმსაჯულებაზე ეფექტური წვდომის უფლებას. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ პრობლემა მხოლოდ „ტექნიკური ხარვეზი“ იყო და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციული მოპყრობა. სასამართლოები დაეყრდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებას, თითქოს, არსებული ბარიერები პროგრამული გაუმართაობით იყო გამოწვეული და შემდგომში აღმოიფხვრა.

სააპელაციო სასამართლოში მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ არსებული პრობლემა „ტექნიკური ხარვეზი“ კი არა, არსებითი ბარიერი იყო, რომელიც უსინათლო პირებისთვის ფორმების პრაქტიკაში გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.

დავის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო ფორმების ადაპტირების პროცესი რეალურად არასოდეს დასრულებულა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ კიდევ თავდაპირველ შესაგებელში მიუთითებდა, რომ საკითხი 2017-2021 წლების მართლმსაჯულების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა. მოგვიანებით საბჭომ განმარტა, რომ 2023 წლის სამოქმედო გეგმით ფორმების სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფის ვადამ 2035 წლამდე გადაიწია.

არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ სარჩელის შეტანიდან თითქმის, რვა წლის შემდეგაც კი, ადაპტირებული ფორმები რეალურად არ არსებობდა. ასევე, სასამართლო განმარტავდა რომ უსინათლო მოსარჩელეებს შეეძლოთ სარჩელი სხვა პირის დახმარებით შეეტანათ.

ასევე, სასამართლო განმარტავდა, რომ უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენების შემდეგ, საქმე 2026 წლის 30 აპრილს მორიგებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აიღო ვალდებულება: 3 თვის ვადაში უზრუნველყოს სასამართლო ფორმების სრული ადაპტირება უსინათლო პირებისთვის; სპეციალურად ადაპტირებული ფორმები განათავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების ვებგვერდებზე; გაავრცელოს ინფორმაცია მისაწვდომი ფორმების შესახებ როგორც ონლაინ, ისე სასამართლოების შენობებში; თითოეულ მოსარჩელეს - ესმა გუმბერიძესა და მარიამ მიქიაშვილს - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარი გადაუხადოს.

აღნიშნული სამართალწარმოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სერვისების ფორმალური არსებობა საკმარისი არ არის, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათ დამოუკიდებლად გამოყენებას ვერ მოახერხებენ.

ცხრა წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, PHR-მა კიდევ ერთხელ შეახსენა სახელმწიფოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები არ უნდა იყოს ილუზორული. მართლმსაჯულების მისაწვდომობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, აღმოფხვრას ყველა ის ბარიერი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზღუდავს ამ უფლებებით სხვებთან თანაბარ პირობებში სარგებლობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს