„ქართული ოცნების“ დეპუტატი - შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს, მოწოდების სიმაღლეზე ვართ - არ დასრულებულა ომი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა

შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაბამისად, სადაც ამის რისკი არსებობს, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. არ დასრულებულა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა,- ამის შესახებ ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალი გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომელთან შეერთების განზრახვა 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს.

ჭეიშვილის თქმით, საქართველო ამ დრომდე არაერთ რეზოლუციას შეერთებია, მაგრამ „როდესაც რეზოლუცია არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი, ხელისუფლება მასთან შეერთებისგან ყოველთვის თავს შეიკავებს“.

„ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით გაეროში თუ ევროსაბჭოში თუ სხვა მაღალი დონის პლატფორმაზე. ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებიდან და ასე ვმოქმედებთ, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ქართველ ხალხს, მშვიდობას შეიძლება რაიმე დოზით პრობლემა ან საფრთხე შეექმნას. ძალიან ბევრი საფრთხე შეიძლება იყოს, ამის რისკი არსებობს, შესაბამისად, იმიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერა. არსებობს რეალური საფრთხეები, წლების განმავლობაში არსებობს ეს საფრთხეები საქართველოსთან მიმართებით. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და ზოგადად არაერთი ქმედითი ნაბიჯიც გადავდგით მათ დასახმარებლად, საპირისპიროდ რაც მივიღეთ, ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ის, რომ კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები, ამიტომ ვმოქმედებთ ჩვენ ამგვარად. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვითი ნიშნის ქვეშ, შესაბამისად, სადაც ამის რისკი არსებობს, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. არ დასრულებულა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, 15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას და განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო