ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ლოზუნგით - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” საპროტესტო მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

დღეს, შაბათის ტრადიციული მარშის ლოზუნგია - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს”.

მსვლელობაში აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მოქალაქეები მონაწილეობენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, მარშის მონაწილეებს

ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო