ირაკლი კობახიძე - კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ სიძულვილის ფორმებს, რასაც ვხედავთ სოცმედიასა და მის მიღმა, სჭირდება რეაგირება - გახსოვთ, „იმათ“ მხარეს სიმღერები რომ „დაწერეს“ დედის გინებით

ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, რომ სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, რადგან ვერ ნახულობენ საერთო ენას.

„ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს.

სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც აქვთ განხეთქილება. ე.წ. 7 პარტიაშიც კი, 7-იც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე. იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ვერ ნახულობენ საერთო ენას. ეს ყველაფერი არის მათი ზოგადი სისუსტის გამოხატულება. როგორც ორგანიზმს ახასიათებს, როგორც კი ზოგადად იმუნიტეტი ქვეითდება, მაშინვე ყველა პრობლემა ერთად იჩენს ხოლმე თავს. იმდენად დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო ჯამში, ერთმანეთის გაძლებაც კი უჭირთ, რაც ნორმალურია და ძალიან კარგია. ამ რეჟიმში იყვნენ ისინი, როდესაც 10-ჯერ დავამარცხეთ დღემდე საერთო ეროვნულ არჩევნებში, მაგრამ ქვეყნისთვის არ არის ეს საერთო მდგომარეობა კარგი. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით იმ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, იმისათვის, რომ სისტემა ბოლომდე გაჯანსაღდეს. სხვანაირად ამ სისტემას გაჯანსაღება არ უწერია, ვიდრე გვარამიები, ზურა ჯაფარიძეები, იქ სხვები, წარმოადგენენ დღეს ოპოზიციას, როგორც ასეთს“, - განაცხადა პრემიერმა „იმედი LIVE“-ის ეთერში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა