რუსული მხარის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მარკო რუბიოს  კიევში სამხედრო ობიექტებზე „სისტემატური დარტყმების" დაწყების შესახებ აცნობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებს კიევში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.

ასევე, ლავროვმა აღნიშნა რეკომენდაცია, რომ კიევიდან ამერიკელი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, სერგეი ლავროვმა ოფიციალურად აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ კიევის რეჟიმის მიერ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კიევში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოიყენება, ასევე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე, სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს იწყებს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას „2025 წლის აგვისტოში, ანკორიჯში, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები შეახსენა“.

„მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ ევროპელი ელიტებისა და კიევის რეჟიმის თავხედური ძალისხმევა ძირს უთხრის ამ შეთანხმებებს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი