რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია - არიან დაშავებულები

რუსული დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურები და პოლიცია. შენობიდან სამოცდაათი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები არიან ქალი და 14 წლის ბავშვი.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.

„28-29 მაისის ღამეს, რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმები უკრაინაში, რუმინეთთან საზღვართან ახლოს, სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე. ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. შემდეგ ის საცხოვრებელი შენობის სახურავზე ჩამოვარდა, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დრონის მოსაგერიებლად ფეტეშტის საჰაერო ბაზიდან F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა. პილოტებს სამიზნესთან დაპირისპირების ნებართვა ჰქონდათ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე