პრემიერი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის

დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

„განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა.

მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე თქვენი მთავარი დასაყრდენი არიან და თქვენთან ერთად იზიარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა მან.

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ!",- აღნიშნა პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს