შალვა პაპუაშვილი - საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა, რეგიონში მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზმი - ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.

,,გილოცავთ, პოლიციელის დღეს! ვინც ყოველდღიურად დგახართ სახელმწიფოს, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

სწორედ პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს. იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.

თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერცერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე.

სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიციელების ოჯახებს თავდადებისთვის და პატივი მიაგო იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს მსახურებას შესწირეს.

,,დღევანდელ დღეს მადლიერებით ვიხსენებთ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საქართველოს მსახურებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი თავდადება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ღირსეული ნაწილია.

მინდა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს, იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ატარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას. ძლიერი ოჯახი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს საყრდენი, ხოლო თქვენი ოჯახები ამ ძალის განსაკუთრებული მაგალითია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს და ღირსეულ მსახურებას საქართველოს წინაშე.

ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს