რუსეთმა კიევზე, დნიპროსა და ხარკოვზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 9 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე

რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.

თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა შენობები და ავტომობილები. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

რუსებმა ხარკოვის ორ რაიონსაც შეუტიეს, რისე შედეგადაც დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში