პრემიერი დინო პარკზე - არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს

არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ციცინათელას“ მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აღწევს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს