დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

როგორც დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, ის მოელის, რომ ნაყოფიერი შეხვედრა შედგება.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ შეხვედრისთვის. იმედი გვაქვს, ხელისუფლებაც მზად არის და კონკრეტული შემოთავაზება აქვთ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რა ვადაში იქნება შემოტანილი და როდის მიიღებენ ბავშვები. ველით, რომ ეს იქნება ნაყოფიერი შეხვედრა“, - აღნიშნა წიქარიშვილმა.

რაც შეეხება, სამუშაო ფორმატის შეხვედრებს სპეციალისტების მონაწილეობით, რომელიც პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ დაანონსდა, როგორც კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, საპატრიარქომ მეტი დრო ითხოვა დიუშენის საკითხის შესასწავლად, ამიტომ ჯერ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

„საპატრიარქოსთან გვქონდა მოკლე მიმოწერა და გვითხრეს, რომ დრო კიდევ სჭირდებათ, რათა მუშაობენ. მეტი კონკრეტიკა არ უთქვამთ, მხოლოდ მეტი დრო ითხოვეს, რადგან დიუშენის საკითხზე მუშაობენ“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

მანამდე კი, 19 მაისს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პატრიარქს, შიო მესამეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა რომ გაიმართებოდა სამუშაო ფორმატის შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით. მუშაობაში ჩაერთვებოდნენ საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს