თსსუ-ში პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის უნიკალური მუზეუმი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის უნიკალური მუზეუმი განახლებულ, გარემონტებულ სივრცეში ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ახალი უნიკალური ექსპონატები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მუზეუმი ოფიციალურად გახსნეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ და კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა კიკალიშვილმა.

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის მუზეუმი პროფესორ შალვა თოიძის სახელობისაა. მუზეუმი განსაკუთრებულია უნიკალური ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის სველი და მშრალი ნიმუშებით, რომლებიც შექმნეს პროფესორებმა: ნიკოლოზ კახიანმა და ნიკოლოზ დემეტრაძემ. აღნიშნულ პრეპარატებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

მუზეუმის გახსნისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მუზეუმის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში.

„დღეს შეკრებილი ვართ გამორჩეული მეცნიერის, გამოჩენილი მოღვაწისა და ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენლის - პროფესორ შალვა თოიძის სახელობის მუზეუმის გახსნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუზეუმი კიდევ უფრო განვითარდეს, გაიზარდოს ექსპონატების რაოდენობა და ეს უნიკალური სივრცე მომავალშიც გამდიდრდეს. უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.” - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

პროფესორ შალვა თოიძის სახელობის მუზეუმი 80 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თსსუ-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

დღეს მუზეუმი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მუზეუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სასწავლო პროცესში, ისე სამეცნიერო საქმიანობაში და სტუდენტებსა და მკვლევრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ანატომიური ცოდნის პრაქტიკული მიმართულებით გაღრმავებისთვის.

მუზეუმის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა კიკალიშვილმა:

„ეს სივრცე ზუსტად ის პლატფორმაა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენს მუზეუმს ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყოლია და მუდმივად ვცდილობთ, დროთა განმავლობაში ახალი პრეპარატებით კიდევ უფრო გავამდიდროთ.“

ღონისძიების ფარგლებში მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ მუზეუმს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა - უნიკალური სველი პრეპარატი, ადამიანის სხეულის ტორსი, რომელიც მუზეუმის კოლექციას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.

განახლებული სივრცითა და ახალი ექსპონატებით პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმი კიდევ უფრო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად ყალიბდება, რომელიც მომავალშიც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს როგორც სამედიცინო განათლების, ისე კვლევითი საქმიანობის განვითარებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია