ქეთევან ბაკარაძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე - ახლა, მთავარია ბავშვებმა წამალი მიიღონ - ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ბავშვებს იმედს კვლავ არ გაუცრუებს

ახლა, მთავარია ბავშვებმა წამალი მიიღონ - ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ბავშვებს იმედს კვლავ არ გაუცრუებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას ეხმაურება.

„კარგია, რომ მშობლები დაიმედებულები გამოვიდნენ. ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ჩვენთვის ახლა, მთავარია ბავშვებმა წამალი მიიღონ და ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რადგან მათთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ბავშვებს იმედს კვლავ არ გაუცრუებს და უზრუნველყოფს ამ პროცესის ეფექტურად და სწრაფად წარმართვას“- წერს ქეთევან ბაკარაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა.

როგორც მშობლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, შეხვედრით პოზიტიურად არიან განწყობილები, ირაკლი კობახიძის მხრიდან საჭირო და შინაარსიანი კითხვები დაისვა. მშობლების თქმით, შეხვედრისას ასევე გამოირიცხა, რომ თითქოს ისინი იყვნენ მართულები. ამასთან, მშობლების ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება და სავარაუდოდ, 5 ივნისს, შეხვედრა კვლავ გაიმართება. მშობლების თქმით, მათი ძირითადი მოთხოვნა შვილებისთვის მედიკამენტების მიღებაა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს