მარკო რუბიო საქართველოზე - მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვანიშნებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ - გვკითხეს, რა იქნება საჭირო, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას

იმედია, საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა.

კერძოდ, რუბიოს პასუხი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას მოყვა, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია?”

კონგრესმენის კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ აშშ-ს აქვს შეშფოთებები, თუმცა იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.

“საქართველოზე...მართალი ხართ. ყველაფერი, რაც აღნიშნეთ, ჩვენი არსებული შეშფოთებებია. ამის შემდეგ, მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ.

ასე რომ, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ”, - განაცხადა რუბიომ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია