ვიქტორ ყიფიანი - მარკო რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემები რჩება და არსად გამქრალა, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს „ოცნების“ მისამართით წამმზომის ჩართვაც

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე „ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდა, ნაადრევია“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გააქტიურება გარკვეულწილად შეიძლება წამმზომის ჩართვადაც აღვიქვათ „ოცნების“ მისამართით.

„უკეთ რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის არის პრობლემები. ეს პრობლემები არის საკმაოდ მწვავე და ფუნდამენტური და პრობლემების გამოსასწორებლად ძირითადი ტვირთი არის საქართველოს ხელისუფლების მხარეს. ამერიკული მხარე მოლოდინშია კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.

განცხადებიდან ჩანს, რომ უარყოფითი მემკვიდრეობითობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რჩება. ესეც ხომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის, ტრამპის ადმინისტრაციაა. შესაბამისად, პრობლემები რჩება, ეს პრობლემები არსად გამქრალა. ამერიკული მხრიდან გააქტიურებული დიპლომატია, საკითხის ძალიან ხისტად დაყენებაა, გარკვეულწილად შეიძლება წამმზომის ჩართვაც „ოცნების“ მისამართით, რომ ან ეს საკითხები მოგვარდება, ან შეიძლება სხვა გაგრძელება იყო. რა გაგრძელება იქნება, ამაზე საუბარი რთულია“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შეიძლება ეს იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა ამერიკელ პარტნიორებთან ბოლო დროის კონტაქტების ფონზე.

„მაქვს სურვილი ვთქვა, რომ ეს ხომ არ ჯდება ხელწერის შეცვლაში, თუმცა ჯერ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაჩქარევია. შეიძლება ეს იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა თუნდაც ბოლო დროის კონტაქტების ფონზე, რაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან წარმოებს. ეს ხომ არ არის ტაქტიკური წიაღსვლები? ერთის მხრივ, გულწრფელად მაქვს სურვილი, ასე წავიკითხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე რიგის მოვლენები და აბსოლუტურად განსხვავებული პროცესები, რომლებიც თავისი სიმძიმით ჩრდილავენ იმას, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ თუ შევუპირისპირებთ ამ კონკრეტულ ფრაგმენტებს და ზოგად ფონს, რომელიც მძიმდება და კიდევ უფრო ტოქსიკური ხდება, ამ შეფარდების ფონზე, ასეთი დასკვნის გაკეთება კიდევ უფრო არასაკმარისი და ნაადრევია. ჯერ არასაკმარისი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ საშინაო პოლიტიკაში, მიდგომაში რაღაც შემობრუნებას ადგილი აქვს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ აშშ საქართველოში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.

კერძოდ, მარკო რუბიომ კონგრესში უპასუხა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეკითხვას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.

რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია