აბას არაღჩი - აშშ-სთან მოლაპარაკებებში ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.

„ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესი არ მიმდინარეობს. თუმცა, შეტყობინებების გაცვლა გრძელდება“, - განაცხადა არაღჩიმ არაბულ მედიასაშუალება Al Mayadeen-თან ინტერვიუში, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მისი თქმით, ირანმა ამ კვირაში ამერიკელებს შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც მიუთითა, რომ აუცილებელია ბეირუთზე ისრაელის მხრიდან თავდასხმა აღიკვეთოს.

„ჩვენი კომუნიკაციის არხები არ არის გაწყვეტილი. ორივე მხარე კვლავ განიხილავს არსებულ ჩარჩოებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება და რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს.

„იქ ცეცხლის შეწყვეტა ბევრად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ცეცხლის შეწყვეტისგან“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შენარჩუნებულია თუ არა მყიფე ზავი მხარეებს შორის.

მისი თქმით, პროგრესი, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოხდეს.

„მოლაპარაკება, თავისთავად, ძალიან კარგად მიმდინარეობს. თუ ეს მოხდება, შეიძლება მოხდეს, მაგალითად, შაბათ-კვირას“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს მიზეზი ჰქონდა და რომ ირანი საპასუხო თავდასხმებით რეაგირებდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს