მარგუს ცაჰკნა - მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას - ესტონეთი მზადაა დაეხმაროს ლიბანის მთავრობას ჰეზბოლას განიარაღების საქმეში

მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არის კრიტიკული ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად და წინსვლის გზის გასახსნელად.

„მდგრადი მშვიდობა ახლა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს. ლიბანელი ხალხი კვლავაც ატარებს ამ კონფლიქტის უმძიმეს ტვირთს და საჭიროებს მუდმივ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ესტონეთი მზადაა დაეხმაროს ლიბანის მთავრობას ჰეზბოლას განიარაღებისა და სრული სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში“, - აცხადებს ცაჰკნა.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულია ჰეზბოლას მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და სამხრეთ ლიბანიდან ჰეზბოლას ყველა აქტივისტის გაყვანაზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს