ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი - იმას, რასაც სომხეთში ვკარგავთ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანით ჩავანაცვლებთ

რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში, სომხეთს ეკონომიკური სირთულეები შეექმნება. რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ნაწილს აზერბაიჯანული პროდუქცია ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ტიტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შედეგები, პირველ რიგში, სომხეთის ეკონომიკაზე იმოქმედებს და შესაძლოა, როგორც ენერგეტიკის, ასევე სურსათის ბაზრებზეც აისახოს. ტიტოვის თქმით, სომხეთისთვის ენერგორესურსების ფასები შესაძლოა ევროპულ დონეს მიუახლოვდეს, ხოლო შიდა ბაზარზე სურსათის ფასები შესაძლოა გაიზარდოს.

„ჩვენ კი იმას, რასაც სომხეთში ვკარგავთ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანით ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა ტიტოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა. შეზღუდვები დაწესდა სომხურ ყვავილებზე, მინერალურ წყალ „ჯერმუკზე“, ღვინოსა და კონიაკზე.

მაისის ბოლოს, „როსელხოზნადზორმა“ (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) განაცხადა, რომ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ბოლო დროს ვერ აკმაყოფილებდა რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს