თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებულ, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პირველი არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

პროცესს არ ესწრება ალეკო ელისაშვილი, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მეია მელქაძემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო დარბაზიდან გააძევა.

საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს. ადვოკატები ამ წუთებში სწორედ, თარაშვილთან შუამდგომლობენ, რომ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზში დაბრუნების უფლება მიეცეს.

აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს