უკრაინული მედია - უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება

უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება, - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველი კლასტერის, „საფუძვლების“ გახსნის საკითხზე სამთავრობათშორისო კონფერენციები ლუქსემბურგში 15 ივნისს გაიმართება.

„15 ივნისს ლუქსემბურგში, ორი ცალკეული სამთავრობათშორისო კონფერენცია გაიმართება, ერთი უკრაინისთვის და მეორე მოლდოვისთვის“, - განუცხადა ევროპელმა წყარომ გამოცემას.

წყაროს თქმით, პირველი კლასტერის გახსნისთვის სამუშაო ჯგუფებისა და ელჩების დონეზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობამ განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს