კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე - ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ - ისინი მთლიანად გარედან იმართებიან

ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ - ისინი მთლიანად გარედან იმართებიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში ნამდვილად არ არიან.

“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ. ისინი მთლიანად გარედან იმართებიან და რა მითითებებიც იქნება, თუ ვიღაცა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ყოველთვის ცდილობენ, რომ იმას მოერგონ და არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ. შესაბამისად, ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს, საიდან იმართება და ა.შ. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, თანხვედრაში ნამდვილად არ არიან, აცდენილები არიან. საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და შესაბამისად, როდესაც ტარდება არჩევნები ქართველი ხალხი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” - განაცხადა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს