მედია - სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ, ხელი მოვაწერე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მისი პარაფირება სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტის დროს მოხდა. დოკუმენტს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ხელი მოაწერა და შეთანხმება სომხეთში გამოიგზავნა. ახლა სომხეთის სახელით შეთანხმებას ხელი მეც მოვაწერე. დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიკაციისთვის მზადაა“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს