„საქსტატი“ - 2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია.

„2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.2 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.9 პროცენტი, საშუალოზე — 23.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.5 პროცენტი.

2026 წლის I კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 29.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 799.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.2 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.8 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 319.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი). 2026 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 335.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 166.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 837.6 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 126.1 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 513.5 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 786.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 787.2 ლარი.

2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.8 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.4 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 4.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.9 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.5 პროცენტი), ვაჭრობა (16.7 პროცენტი), მშენებლობა (13.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2026 წლის I კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.3, 11.4 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (7.5 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“,- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია