ანა წითლიძე - მარკო რუბიოს განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი არის აშშ-ს დამოკიდებულება და პოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება და პოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

წითლიძის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა არ იქნება, საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის პოლიტიკურ ტრაექტორიას და ევროკავშირისა და აშშ-ის გზას არ დაუბრუნდება.

„როგორიც არ უნდა იყოს რეჟიმის ინტერპრეტაცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რუბიომ ძალიან მკაფიოდ თქვა - იმისთვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები რაღაც კონკრეტულ ნიშნულამდე მივიდეს და დაუბრუნდეს იმ საწყისს, რა საწყისიც ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს ირანული, ჩინური და რუსული ტრაექტორია და დაუბრუნდეს იმ ტრაექტორიას, რა ტრაექტორიაც ჰქონდა მას 2012 წელს.

ეს ძალიან მკაფიოდ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად აცნობიერებს, თუ რა რეჟიმი არის საქართველოში - აქ არის რეჟიმი, რომელიც კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, არის ირანის მოკავშირე და მე შევახსენებ საზოგადოებას და ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან კარგად ახსოვთ, რომ ადამიანი, რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს ეძახის, ვის დაკრძალვაზე იყო ირანში ჩასული, როდესაც ამაყად იდგა და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის ტრაექტორიას ამერიკისა და ევროკავშირი სასარგებლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, ხოლო აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართულმა ოცნებამ“ დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს და ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ განცხადებებზე „ქართული ოცნების“ რეჟიმს ან მის პროპაგანდისტებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია