მარტა კოსი მოლდოვაში, მაია სანდუს შეხვდა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა.

შეხვედრა მოლდოვაში შედგა.

როგორც მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, მაია სანდუსთან ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმებისა და საინვესტიციო პროექტების საკითხი განიხილა.

„მოლდოვა ევროკავშირისკენ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. პრეზიდენტ მაია სანდუსთან განვიხილე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვამ გამოიყენოს მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სწრაფად წინსვლისთვის“, - წერს მარტა კოსი X-ზე.

ასევე, მარტა კოსმა კიშინიოვში, ევროკავშირი-მოლდოვის საინვესტიციო კონფერენციაზე მოლდოვის განვითარებისთვის 641 მილიონ ევრომდე ოდენობის საინვესტიციო გეგმებისა და პროექტების შესახებ გამოაცხადა.

ინვესტიციების მიზანს მოლდოვის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება წარმოადგენს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს