ირაკლი კობახიძესა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვის მამამ, კახა წიქარიშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავლენ.

„დღევანდელი შეხვედრა არის გუშინდელი შეხვედრის გაგრძელება. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იქიდან, სადაც გავჩერდით - ეს არის კონკრეტული მედიკამენტები, ვადები - რა ვადებში შეიძლება იქნას შემოტანილი და კომპანიები - რომელ კომპანიასთან უნდა მოხდეს დაკავშირება.ჯერჯერობით, გუშინ ჩვენ არცერთ მედიკამენტზე ასე პირდაპირი თანხმობა არ მიგვიღია, მაგრამ განწყობა იყო ისეთი, რომ ზოგადი ნება არსებობს, რომ მედიკამენტები შემოვიტანოთ და ახლა უკვე დაკონკრეტების პროცესში ვართ. ხელისუფლების პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ გვინდა ის, რაც თქვენც გინდათ - ეს არის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ ერთი მიზანი გვაქვს. ხელისუფლება დაინტერესებულია მოხდეს ხარჯის ოპტიმიზაცია, ანუ რაც შეიძლება ნაკლები რესურსით გაკეთდეს მეტი საქმე და ეს გასაგებია ჩვენთვის, რომ ასეც უნდა იყოს, რადგან საბიუჯეტო სახსრებზეა საუბარი. მშობლების ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად გახანგრძლივდეს ჩვენი ბავშვების სიცოცხლე. ვფიქრობ, ჩვენი ინტერესები თანხვედრაშია და ამ შემთხვევაში, რაც ხელისუფლებას აინტერესებს, ის იგივე ჩვენც გვაინტერესებს. ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და უკვე გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე თავისი სამოქმედო ვადებით”,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძესა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის პირველი შეხვედრა გუშინ, 3 ივნისს გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია