ლიბანის პრეზიდენტი - ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო შანსს წარმოადგენს

ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო შანსს წარმოადგენს, - ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა განაცხადა.

ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის ბოლო შანსია.

„მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შედეგები და მიღებული განცხადება, რომელიც ლიბანის სასარგებლოდ მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს, საბოლოო და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის უკანასკნელ შანსს წარმოადგენს“, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ლიბანი აშშ-ს თავის პოზიციას მაშინვე აცნობებს, „როგორც კი შესაბამისი მხარეებისგან, კერძოდ კი „ჰეზბოლასგან“ პასუხს მიიღებს“.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადების თანახმად, შეთანხმების აღსრულება დამოკიდებულია „ჰეზბოლას“ მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს