დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - დადებითად ვარ განწყობილი - ვიმედოვნებთ, შეხვედრიდან გამოსულებს საბოლოო დასტური გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები შემოვა

დადებითად ვარ განწყობილი - ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრიდან გამოსულებს საბოლოო დასტური გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები შემოვა, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ კონკრეტული და დადებითი პასუხი დაიდება.

„დადებითად ვარ განწყობილი. იმედს ვიტოვებთ და არ გვინდა, რომ იმედგაცრუებულები გამოვიდეთ და ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრიდან გამოსულებს საბოლოო დასტური გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები შემოვა.

შევდივართ იმედით, რომ იქიდან გამოვალთ უკვე ისე, რომ საეჭვო პასუხები აღარ გვექნება. იმედი გვაქვს, ერთი კონკრეტული და ასე დადებითი პასუხი დაიდება, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე გადარჩება და მედიკამენტი უმოკლეს დროში შემოვა”, - განაცხადა თაკო გოგალაძე.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი მედიკამენტებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს იტყვის, თაკო გოგალაძემ უპასუხა:

„ყოველ შემთხვევაში, ხელშესახები პასუხი უნდა გვქონდეს უკვე. მეორე შეხვედრაა, მედიკამენტი შემოდის თუ არა - უნდა ვიცოდეთ ნამდვილად.“

ცნობისთვის, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, 17:00 საათზე კი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს