ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე - გაგრძელდება მუშაობა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების წამლით უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებიც და საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა.

„გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებიც და პაციენტების საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ყველაფერთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა სარჯველაძემ. მან მადლობა გადაუხადა მშობლებს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს ჩართულობისთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია