ანა ბუჩუკური - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის საქართველოს მოქალაქეებს?! , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 5 ივნისს 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ხვალ, 5 ივნისს 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის საქართველოს მოქალაქეებს?!“, - წერს ანა ბუჩუკური.

5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში 3+3 ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს რუსული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი.

“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, - განაცხადა ზახაროვამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს