კახა წიქარიშვილი - ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს - ეს არის ჩვენი და საზოგადოების ბრძოლის შედეგი, ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება

ჩვენი მოთხოვნა იყო - „წამალი ბავშვებს“, ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება ეს მედიკამენტებიც. ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით, რადგან ჩვენთვის პირველი-ორი წამალი არის ძალიან დიდი მიღწევა - ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის უკვე გადარჩენილი , - ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა წიქარიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მშობლები კმაყოფილები არიან.

„მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვება არის მთელი საქართველოს გამარჯვება. აქ არ შეიძლება რაიმე ეჭვი გაჩნდეს, ვის ეკუთვნის გამარჯვება.ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას.

ჩვენი მოთხოვნა იყო - წამალი ბავშვებს, ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები დარჩა ღია, ე.ი. სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება ეს მედიკამენტებიც. ასე რომ ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით იმიტომ, რომ ჩვენთვის პირველი-ორი წამალი არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი გამარჯვება. ვიმეორებ, რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები ღია რჩება დაიქნება შემდგომი განხილვებისა და დისკუსიის საგანი. ეს მედიკამენტებიც ჩვენს ჩამონათვალში შედიოდა, ჩვენ ამასაც ვითხოვდით და ამ მედიკამენტებზეც მსოფლიოში უკვე არსებობს ძალიან მზარდი და გავრცელებული პრაქტიკა. ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ კმაყოფილები. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი, ეს არის მთელი საზოგადოების ბრძოლის შედეგი და ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულდება, კვირას კი გაიმართება მადლობის მარში.

„გაიმართება მადლობის მარში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ მხარდამჭერებს, მთელ საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის უკვე გადარჩენილი, შეიძლება ვთქვათ. ერთი მიზანი, რაც გვამოძრავებდა ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური გამოსავალი, მას მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რაც მივიღეთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, არის მიღწეული“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია