საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 700-ზე მეტი სტუდენტი და ასევე, ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი სტუდენტები, მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას, რომელიც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, კონფერენციის მონაწილე სტუდენტები, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კონფერენციამ შემეცნებისა და მეცნიერების ირგვლივ გააერთიანა ახალგაზრდები, რომელთაც ცოდნის გაღრმავების, ახალი იდეების შემუშავების და კვლევითი საქმიანობის განვითარების სურვილი ამოძრავებთ. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, სწორედ ასეთი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ძალას და წარმოადგენენ იმ თაობას, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ინოვაციური პასუხების მოძიება და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

ვიცე-რექტორის განცხადებით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, საკუთარი კვლევების შედეგები პროფესიულ საზოგადოებას წარუდგინონ, მიიღონ კომპეტენტური შეფასებები, ჩაერთონ აკადემიურ დისკუსიებში და განივითარონ კვლევითი უნარები. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეთა მზარდი რაოდენობა და წარმოდგენილი თემატიკის მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

Caption

„ეს გამორჩეული ენთუზიაზმი და აქტიურობა ადასტურებს, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის მეცნიერება, კვლევა და ახალი იდეების ძიება პროფესიული ზრდის გზა და იმ გამოწვევებზე პასუხების პოვნის შესაძლებლობაა, რომელთა წინაშეც თანამედროვე საზოგადოება დგას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან სამეცნიერო საქმიანობით, იკვლევენ აქტუალურ საკითხებს, ავითარებენ ინოვაციურ მიდგომებს და ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც დარგის, ისე ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ასეთი ახალგაზრდა თაობა ქმნის ძლიერი, კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს საფუძველს.

სტუდენტთა 90-ე საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მზად არიან, საკუთარი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და კვლევითი პოტენციალი საზოგადოებისა და ქვეყნის წინსვლას მოახმარონ. მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და იდეები მომავლის განვითარების, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების შექმნის მნიშვნელოვანი რესურსია. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ აუდიტორიაში სხედან ის ახალგაზრდები, რომლებიც ხვალინდელ დღეს ახალი აღმოჩენებით, წარმატებული პროექტებითა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებით განსაზღვრავენ“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან შეუდგება და 20 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი მიმდინარე წლის 10 ივლისს გაიმართება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია