“გახარია საქართველოსთვის“ - მოხარულები ვართ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად დაწყებულმა ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყოს მედიკამენტების შესყიდვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გამართულმა ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომელსაც ისინი მიესალმებიან.

პარტია მადლობას უხდის საზოგადოებას აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზს უსვამს, რომ სწორედ საზოგადოების თანადგომამ შეუწყო ხელი ამ შედეგის მიღწევას.

“მოხარულები ვართ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად დაწყებულმა ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მთავრობამ, როგორც იქნა, ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენად მუშაობა დაიწყო.

ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომელსაც მივესალმებით.

ვულოცავთ ბავშვებსა და მათ მშობლებს გადარჩენის იმედის გაჩენას და მადლობას ვუხდით მთელს საზოგადოებას გამოჩენილი თანადგომისთვის, რომელმაც ბავშვების იმედი რეალობად უნდა აქციოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყოს მედიკამენტების შესყიდვა და მაქსიმალურად აირიდოს პროცესის გაჭიანურება, რადგან ბავშვებისთვის თითოეულ დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ბოლომდე, სანამ ბავშვები საჭირო მედიკამენტს არ მიიღებენ!”,- ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს