ნიკა გვარამია ხელისუფლებას - ახლა აღარ კლავს ის წამლები და ახლა აღარაა ფულის ფლანგვა ბავშვების დახმარება? - მოგიწიათ დათმობა და კიდევ მოგიწევთ!

ანუ ახლა აღარ კლავს ის წამლები და ახლა აღარაა ფულის ფლანგვა ბავშვების დახმარება? - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

როგორც გვარამია წერს, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწია და, მისი თქმით, მსგავსი დათმობების გაკეთება მომავალშიც არაერთხელ მოუწევს.

"მოგიწიათ დათმობა, შეგაშინათ ხალხის პროტესტმა და დაგჯაბნათ ხალხის შეგროვებულმა ფულმა, რაც რეფერენდუმი იყო ფაქტობრივად. აი ესაა სიმართლე. კიდევ მოგიწევთ!", - წერს გვარამია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმდნენ, კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლების უზრუნველყოფის კუთხითაც დაიწყება მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, „ფარმაცევტული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით“.

პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული მედიკამენტები, რომლებზეც შეჯერდნენ, თუმცა შეხვედრის შემდეგ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ საუბარია ორი სახის მედიკამენტზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს