მიხეილ სააკაშვილი - მომავალში ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6-თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი, პლუს 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო

ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ თავდასხმის მოსაგერიებლად და ამისთვის პარკეტის ჯარი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ომზე არ უნდა იფიქროს, სრულიად გამოუყენებელია - ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა და ჯარის მაქსიმალური გაძლიერება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც სააკაშვილი წერს, საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია და მოქმედებაა საჭირო.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საზოგადოებას სიმართლე უნდა ეთქვას და „მოქმედებაა საჭირო“, რომლის პირველ ნაბიჯადაც ის „დიქტატურის მოშორებას“ ასახელებს.

„დღევანდელი ქოცური ნარატივი გლობალურ პროცესებზე არის შემდეგი: სამყარო არეულია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, უკიდურესად პასიურად („დიპლომატიას“ რასაც ეძახიან), დაახლოებით ისე, ზოგიერთი ცხოველი საფრთხის დანახვისას თავს რომ მოიმკვდარუნებს ხოლმე, რამენაირად გავძვრებით - ვერ გავძვრებით! სინამდვილეში მომკვდარუნებამ გამოიწვია ყველა მეგობრის დაკარგვა და საქართველოს უკიდურესი დასუსტება, რაც პირდაპირ ეპატიჟება აგრესიას და ოკუპაციას, რისი საფრთხეც ყოველთვის იარსებებს, სანამ არსებობს რუსეთი და ამ უკანასკნელის დაშლის (რისი დიდი იმედიც მაქვს მე) შემდეგაც, ჩვენ მეზობლად გვეყოლება აგრესიული ჩრდილო კავკასია. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა და ჯარის მაქსიმალური გაძლიერება. რამ გადაარჩინა 2008 წელს საქართველო - დაწყებული 1 აგვისტოს ჩვენზე პირველი თავდასხმებიდან 12 აგვისტომდე ჩვენი ჯარის ძლიერმა წინააღმდეგობამ და შემდეგ საქმეში უკვე ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების ჩართვამ, რომელთა შორის ყველაზე ძლიერმა - ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია რუსების გაჩერება. ესაა მოდელი მომავლისთვისაც, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაძლონ მანამდე, სანამ საქმეში არ ჩაერთვება ჩვენი რომელიმე ძლიერი მოკავშირე, რაც შეიძლება იყვნენ უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი. სამივესთან დაგვჭირდება თავდაცვითი პაქტი, იმის მსგავსი, რაც არსებობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

გარდა ამისა - ევროკავშირიც მალე გარდაიქმნება სამხედრო ბლოკად და ჩვენ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ თავდასხმის მოსაგერიებლად და ამისთვის პარკეტის ჯარი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ომზე არ უნდა იფიქროს სრულიად გამოუყენებელია. აბა სხვა რაზე უნდა იფიქროს ჯარმა თუ არა ომზე, ბატონო ოფიცრებო და ჯარისკაცებო??? მე ნულიდან შევქმენი საქართველოს შეიარაღებული ძალები, გავზარდე რა მათი ყოველწლიური ბიუჯეტი, რეალურად 20 მილიონი დოლარიდან - მინიმუმ 1 მილიარდ დოლარამდე. თუ ადრე ჯარისკაცები მინდორში დაჭერილი გველებით იკვებებოდნენ (ამის კადრები არსებობს), ჩვენ შევქმენით თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სამხედრო წარმოება, ადეკვატური თავდაცვის რკალი თბილისისთვის. მომავალში ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6 თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, სადაც მას ასწავლიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი (ნაცვლად დღევანდელი 25 ათასისა) პლუს კიდევ 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო, როგორც დავით აღმაშენებლის დროს და ჩვენ გვჭირდება სრული ინტეგრაცია, იმედია იმ დროისთვის უკვე გამარჯვებული უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში.

რუსეთმა და მისმა შემცვლელებმა ყველა შემთხვევაში უნდა იცოდნენ, რომ აქ ხელახლა დინგის შემოყოფა არცერთ შემთხვევაში არ იქნება ადვილი გასეირნება და რომ ჩვენ უკან დგანან მძლავრი მეგობრები, რომლებიც რაღაც ეტაპზე, აუცილებლად ჩაერთვებიან აგრესიის მოგერიებაში. ახლა ვიღაც „კეთილისმოსურნეები“ დაიწყებენ შეპასუხებას, რომ ომისთვის მზადებაზე საუბარი არ არის პოლიტიკურად მომგებიანი და მომავალში ყველა ქართველის გაწვევის გეგმა ჰიპოთეტიურ არჩევნებში ხმას დაგვაკარგვინებს, მაგრამ მე არ ვაპირებ ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და „სიცრუეში ვაცხოვრო“. ჩვენს გარშემო რეალობა არის ძალიან საშიში და ჩვენ პოლიტიკური ანესთეზიის ნაცვლად ყველას სიმართლე უნდა ვუთხრათ და ასევე გარდა ყველაფრისა უნდა გვახსოვდეს (მე ეს სულ მახსოვს და ვფიქრობ ამაზე) აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. ყველაფერი ეს საქართველოს მილიტარიზაციას გარდაუვალს ხდის. გვინდა გადავრჩეთ? - შევიარაღდეთ, ხელახლა შევქმნათ ჯარი. „ქოცური“ ნარატივი - რუსულ დათვს თუ დავუწვებით არ დაგვგლეჯს - სრულიად აცდენილია რეალობას და ჩვენს უახლოეს ისტორიულ მახსოვრობას. საქართველო არის სასიკვდილო საფრთხეში და მოქმედებაა საჭირო. ამ მოქმედების პირველი ნაბიჯია დიქტატურის სასწრაფოდ მოშორება და შემდეგ ეგრევე ის ნაბიჯები რაც ზემოთ აღვწერე”,- წერს სააკაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია